saqarTvelos arxebi - samgris wyalsacavi sistemis qvemo magistraluri arxi
არხი აღმოსავლეთ საქართველოში, ივრის ზეგანსა და გარდაბნის ვაკეზე. წყალს იღებს თბილისის წყალსაცავიდან. არხის სიგრძეა 48,1 კმ, სარწყავი ქსელის ჯამური სიგრძე 441,9 კმ. მაქსიმალური გამტარუნარიანობა 12 მ³/წმ. ექსპლუატაციაშია 1952 წლიდან. არხი რწყავს ძირითადად გარდაბნის მუნიციპალიტეტის, აგრეთვე თბილისის მიწებს.